ავსტრიის დედაქალაქში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული, მიზეზი შესაძლო ტერორისტული აქტია, რომლის შესახებაც ინფორმაცია ავსტრიის სპეცსამსახურებმა მიიღეს.
გამკაცრებული ზომების ფონზე, პოლიცია აკონტროლებს კონკრეტული ტიპის დაწესებულებების მიმდებარე უბნებს, კონტროლი გამკაცრებულია ეკლესიებთან, სხვადასხვა რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან. თუმცა დედაქალაქში ტრადიციულად, ბევრი ტურისტია და მათ გადააადგილებაში ხელი არ ეშლებათ.
„ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ ვენაში ისლამისტური მოტივით თავდასმა იგეგმება“, - დაწერა „ტვიტერზე“ ვენის პოლიციამ და განმარტა, რომ მოქალაქეები უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებისთვის მზად უნდა იყვნენ. დედაქალაქში პოლიციის გარდა, სპეციალური დანიშნულების ძალებიცაა მობილიზებული.
ვენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად არის მიჩნეული, სადაც მსგავსი თავდასხმები უკიდურესად იშვიათია და პირველი ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც სმხვერპლი მოჰყვა, 2020 წელს მოხდა, როცა ჯიჰადისტმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა.
ვენის პოლიცია ჯერჯერობით ვერ ამბობს, სავარაუდოდ, რამდენხანს გაგრძელდება სპეციალური ზომების მოქმედება დედაქალაქში.
Facebook Forum