"ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენების აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე [გავლენის მოხდენას], ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისახავენ მიზნად“ – „ხალხის ძალა“
გასული წლის მიწურულს, 29 დეკემბერს, „ქართული ოცნებსგან“ გამოყოფილი, თუმცა კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, ამ განცხადებით „უცხოური გავლენების აგენტების“ რეესტრის შექმნის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ხალხის ძალამ მაშინ თქვა, რომ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში იანვარში წარადგენდნენ. თუმცა, 31 იანვრის მონაცემებით, ამ შინაარსის კანონპროექტი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი არ არის.
ასევე ნახეთ: „ოცნება“ კრიტიკულ მედიას სახელმწიფო რეგულაციებში აქცევს„ხალხის ძალის“ მტკიცებით, მათ მიერ შემუშავებული კანონონის პროექტი, ამრიკულ და სხვა დასავლურ საკანონმდებლო გამოცდილებას დაეფუძნება. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთში „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის მიღებას, წინ იგივე რიტორიკა უძღოდა.
„უცხოეთის აგენტის“ შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი დასავლელი მთავრობების, რუსი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მწვავე კრიტიკის საგანია. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის ვლადიმირ პუტინის მთავრობის ძალისხმევა, ჩაახშოს განსხვავებული აზრი.
„ჰუმან რაითს უოჩი“ კანონს „შემზღუდავს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი „დამოუკიდებელი ჯგუფების დემონიზებაა".
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიიღეს და რომელზეც „ხალხის ძალა“ მიუთითებს, ძირითადად ნაცისტური პროპაგანდის და ნაცისტური გერმანიის დაფინანსებული ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, კანონში ცვლილებები შევიდა და „პოლიტიკური პროპაგანდის“ ნაცვლად „პოლიტიკური ლობიზმის“ რეგულაცია დაიწყო.
ასევე ნახეთ: „კუდიანებზე ნადირობა ქართულად“ – „შენ ჩაეწერე უცხოეთის აგენტად?“„უცხოეთის აგენტის“ აღქმა რუსულ საზოგადოებაში
ცნება „უცხოეთის აგენტი“ რუსულ კანონმდებლობაში, პირველად 2012 წელს გამოჩნდა, როცა „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში", მთელი რიგი ცვლილებები შევიდა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკით არიან დაკავებული, „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა.
ასევე ნახეთ: "ჰუმან რაითს უოჩი” 2022 წლის საქართველოს შესახებ2020 წლის ბოლოს, კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა. ცვლილება რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლავს, „უცხოეთის აგენტების“ სიაში ორგანიზაციებთან ერთად ინდივიდუალური პირებიც შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს.
30 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაში, რუსეთში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია „ლევადა ცენტრი“ ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კანონის აღქმა რუსულ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ერთი წლის წინ, ცენტრის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა თვლიდა, რომ ეს კანონი დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე სახელმწიფო ზეწოლის საშუალება იყო. „დღეს, ხელისუფლების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისა და დასავლეთთან კონფლიქტის გარღმავების ფონზე, რუსულ საზოგადოებაში იბადება მოსაზრება, რომ კანონი, რუსეთში დასავლეთის უარყოფითი გავლენის შესაზღუდადაა შექმნილი“ - აცხადებს ცენტრი.
ცენტრის მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა 45% მიიჩნევს, რომ „უცხოეთს აგენტის“ შესახებ კანონის მთავარი არსი ქვეყანაში დასავლეთის უარყოფითი გავლენის შეზღუდვაა. ერთი წლის წინ, ეს მაჩვენებლი 36% იყო. გამოკითხულთა 30% დღეს თვლის, რომ მოქმედი კანონი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ზეწოლის საშუალებაა. გამოკითხულთა, დაახლოებით, ნახევარს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
ასევე ნახეთ: გამოკითხულ რუსთა 42% უკრაინის წინააღმდეგ ომს "რუსეთის სიამაყედ" მიიჩნევს - ლევადავის სჯერა კრემლის?
რუსულ საზოგადოებაში კანონი, როგორც დასავლეთის ნეგატიური გავლენისგან დაცვის საშუალება, უპირველესად, ხელისუფლების მხარდამჭერებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლების მიერ განიხილება. „ლევადას" მონაცემებით, ისინი ახალ ამბებს, ძირითადად, ტელევიზიების საშუალებით ეცნობიან, სადაც მთავრობის პროპაგანდის გავლენა დიდია. საპირისპირო მოსაზრება უფრო ხშირია ახალგაზრდებსა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში, რომლებიც სიახლეებს, ძირითადად, სოციალური ქსელების საშუალებით ეცნობიან. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ინფორმირებული და უკიდურესად პოლარიზებული მოსკოველები არიან, ზოგიერთ პოპულარულ „ტელგერამ“ არხის აუდიტორიასთან ერთად.
ასევე ნახეთ: თბილისის ანტიამერიკული რიტორიკა - რას რისკავს საქართველო?გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მათი შეხედულება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ პოლიტიკაში ჩართული პირის მიმართ არ შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი "უცხოეთის აგენტების" რეესტრშია შეყვანილი. მესამედი ამბობს, რომ მათი დამოკიდებულება გაუარესდება.
„უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, უარყოფითი მიმართულებით დამოკიდებულების შეცვლაზე, ყველაზე ხშირად 55 წელზე უფროსი ასაკის ის რესპონდენტები (42%) საუბრობენ, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერები არიან და ინფორმაციის წყაროდ, ძირითადად, ტელევიზიებს იყენებენ. სხვა სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებში, უცხოური აგენტის სტატუსის მიმართ, ნეიტრალური დამოკიდებულება ჭარბობს.
Your browser doesn’t support HTML5