ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი აზერბაიჯანს "ეთნიკურ წმენდაში" ადანაშაულებს


სომხეთი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადას „ეთნიკურ წმენდას“ უწოდებს. სომხეთის წარმომადგენელმა აზერბაიჯანის ქმედებები ასე ჰააგაში, საერთაშორისო სასამრთლოში გამართულ მოსმენაზე შეაფასა.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთი მარშრუტია, რომლითაც სომხეთს შეუძლია, მთიან ყარაბაღს საკვები, საწვავი და მედიკამენტები იაწოდოს. რეგიონს, სადაც დაახლოებით, 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებს.

კორიდორი 12 დეკემბრიდან ბლოკირებულია. ის აქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც აცხადებენ, რომ გარემოს დამცველები არიან, კარვები გაშალეს და სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. ბაქო ბლოკადას უარყოფს და აცხადებს, რომ აქტივისტები, მაღაროებში უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ, ლეგიტიმურ პროტესტს გამოთქვამენ.

გაეროს მართლმსაჯულების სერთაშორისო სასამართლოს სხდომა სომხური მხარის მოთხოვნით გაიმართა. სომხეთი ითხოვს სასამართლომ ბაქოს ბლოკადის მოხსნა დაავალოს.

„ეთნიკური წმენდის ამგვარი უხეში აქტების ადგილი თანამედროვე ეპოქაში არ არის. ეს სასამართლო მთლიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხებისთვის უკანასკნელი იმედია“ - განაცხადა სასამარლოს წინაშე სომხეთის წარმომადგენელმა იეგიშე კირაკოსიანმა.

სომხეთის ინტერესების დამცველმა კონსტატინოს სალიდისინმა სასამართლოს უთხრა, რომ „ბლოკადის სრული მოხსნა და კომუნალური მომსხურების შეუფერხებლად განახლება, ამ "სასტიკი და არასაჭირო ბლოკადის მსხვერპლებებს შვებას მოუტანს.“

30 იანვარს გამართული მოსმენა უფრო დიდი სამართლებრივი საქმის ნაწილია, რომელმაც ერევანმა ბაქოს წინააღმდდეგ 2020 წელს წამოიწყო. სარჩელში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა რასობრივი დისკირიმინაციის საწინააღმდეგო კონვენცია დაარღვია. საპასუხო სარჩელში, ბაქო აცხადებს, რომ დისკრიმინაციის შესახებ კონვენციას სომხეთი არღვევს და არა აზერბაიჯანი.

31 იანვარს სასამართლო მოსმენა აზერბაიჯანის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაიმართება. ბაქო მოითხოვს, სომხეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმების განთავსება შეწყვიტოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG