ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის და ბელარუსის სუვერენიტეტის მოსპობას ცდილობს - კარპენტერი


მაიკლ კარპენტერი - აშშ-ის ელჩი ეუთოში
მაიკლ კარპენტერი - აშშ-ის ელჩი ეუთოში

ამერიკელი დიპლომატი მაიკლ კარპენტერი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინისა და ბელარუსის სუვერენიტეტს ანადგურებს. განცხადება ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმა 26 იანვარს, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

კარპენტერის თქმით, ეს თავად პუტინმა დაადასტურა, როცა თქვა, რომ „ორივე ერი რუსეთს ეკუთვნოდა“. რუსეთი ცდილობს „მოსპოს დამოუკიდებელი ერის სუვერენიტეტი“ უკრაინაში. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ მსგავს ქმედებას მოსკოვი ბელარუსშიც ცდილობს.

„რუსეთის ხელმძღვანელობამ ღიად არაერთხელ თქვა, რომ უკრაინული და ბელარუსული იდენტობა რუსული კულტურის მიღმა არ არსებობს,“- აღნიშნავს კარპენტერი.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ბელარუსი, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებდა და რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, იზოლირებულია დასავლეთის მიერ და ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა.

„აშშ კატეგორიულად გმობს რუსეთის მცდელობას უკრაინის განსხვავებული კულტურის, ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფას და მის შევიწროებას. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რომელსაც აქვს საამაყო ისტორია და მდიდარი კულტურა,“- თქვა ეუთოში ამერიკის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG