ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 შტატი უჩივის ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი სასაზღვრო პოლიტიკის გამო


დაკავებული მიგრანტები იუმაში, არიზონის შტატი. 6 იანვარი, 2023 წ.
დაკავებული მიგრანტები იუმაში, არიზონის შტატი. 6 იანვარი, 2023 წ.

საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, თეთრი სახლის ადმინისტრაციას 20 შტატი უჩივის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი სამშაბათს, 24 იანვარს, ამ შტატების რესპუბლიკელმა გენერალურმა პროკურორებმა შეიტანეს.

ახალი დადგენილების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები მეტ იმიგრანტს უკან გააბრუნებს. მაგრამ, ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლებას მისცემს კუბიდან, ნიკარაგუიდან, ჰაიტიდან და ვენესუელიდან ჩამოსულ 360 000 ადამიანს.

ტეხასის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციას ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და ჟურნალისტების თხოვნას კომენტარის თაობაზე, ორგანიზაციაში ჯერჯერობით არ პასუხობენ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამ თვეში მიღებული ცვლილებები ყველაზე მკვეთრი ნაბიჯია, რომელიც იმიგრაციაციის მზარდ პრობლემასთან გამკლავებას შეეცდება. მას შემდეგ, რაც დემოკრატმა პრეზიდენტმა 2 წლის წინ ოფისი დაიკავა, ქვეყნის სამხრეთ საზღვრებიდან უკანონოდ შემომსვლელთა რიცხვი თანდათან უფრო დიდ მასშტაბებს იღებს.

მარტო გასული წლის 30 სექტემბრამდე, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფისკალური წელი დასრულდა, ქვეყნის საზღვარი უკანონოდ 2.38-მა მილიონმა ადამიანმა გადმოკვეთა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათმა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. თეთრ სახლს პრობლემასთან გამკლავება უჭირს. ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს ისეთი დრამატული ზომების მიღებისგან, რომელთაც წინა ადმინისტრაცია მიმართავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG