ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდა ბაიდენს უჩივის


ფლორიდის გუბენატორი რონ დესანტისი
ფლორიდის გუბენატორი რონ დესანტისი

ფლორიდის შტატმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა. შტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკა არაკანონიერია. ამასთან, რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც შტატის სააგენტოებს უკრძალავს დოკუმენტების არმქონე იმიგრანტების განსახლებას, როდესაც ისინი შტატში ჩადიან.

დესანტისის ბრძანება ფლორიდის სამართალდამცავებს აძლევს უფლებას დააკავონ „თვითმფრინავი, ავტობუსი თუ სხვა ტრანსპორტი ფლორიდის შტატში, რომელსაც გონივრული ეჭვის საფუძველზე არალეგალი იმიგრანტები გადაჰყავს ფლორიდაში [აშშ-ის] სამხრეთ-დასავლეთ საზღვრიდან“.

შტატის დემოკრატი წარმომადგენელი, ანა ესკამანი ამ ნაბიჯს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დესანტისის ეს ნაბიჯი იმიგრაციის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერაა.

ფლორიდის სარჩელში ნათქვამია, რომ ფედერალური მთავრობის და ვაშინგტონის პოლიტიკა შტატს მილიონობით დოლარი დაუჯდება და ფლორიდას ზარალს მიაყენებს.

დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად განიხილება, ბაიდენს უკვე თვეებია იმიგრაციის პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. მან ფლორიდელი სამართალდამცავები ტეხასის შტატში გაგზავნა, რათა ადგილობრივ პოლიციას დაეხმარონ არალეგალური სასაზღვრო კვეთების აღკვეთაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG