ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარშავა და ნატო: დიდი ალბათობით, რაკეტა უკრაინის საზენიტო თავდაცვამ გაისროლა


პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრაზე. 15 ნოემბერი, 2022.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრაზე. 15 ნოემბერი, 2022.

ვარშავა და ნატო აცხადებს, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით იყო გასროლილი და არა - რუსული ძალების მიერ. მიუხედავად ამისა, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ომის წამოწყებასა და თავდასხმაში, რამაც უკრაინას აიძულა თავი დაიცვას, დამნაშავე რუსეთია და არა - კიევი.

„ეს არ არის უკრაინის ბრალი. საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან ის, უკრაინის წინააღმდეგ, უკანონო ომს აგრძელებს“ - თქვა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს ელჩებმა, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინის მოსაზღვრე პოლონურ სოფელში, მარცვლეულის ქარხანაში, ორი პოლონელის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგანგებო მოლაპარაკებები გამართეს. ეს იყო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის პირველი მსხვერპლი ნატოს სამხედრო ალიანსის ტერიტორიაზე.

„ინფრომაციის მიხედვით, რაც ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს გვაქვს, ეს იყო საბჭოთა კავშირში დამზადებული S-300 ტიპის ძველი რაკეტა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ის რუსული მხარის მიერ იყო გაშვებული“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ანჯეი დუდა ამბობს, რომ „დიდი ალბათობით, ის უკრაინის საზენიტო თავდაცვამ გაისროლა.“

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანიც ასევე ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტაა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავას შესაძლოა არ დასჭირდეს ნატოს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ამოქმედება. მეოთხე მუხლის ამოქმედება, გულისხმობს კონსულტაციების გამართვას, როდესაც ალიანსის წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ ყოფილიყო გასროლილი.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშს ახორციელებდა. უკრაინა აცხადებს, რომ 15 ნოემბერს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმები, ცხრათვიანი ომის განმავლობაში, ყველაზე დიდი დარტყმა იყო.

კიევი ამბობს, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა, საჰაერო თავდაცვის საკუთარი რაკეტებით ჩამოაგდო. კიევის განცხადებით, პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ვოლნის რეგიონი, რუსეთის მრავალ სამიზნეთაგან ერთ-ერთი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მის არც ერთ რაკეტას არ დაურტყამს პოლონეთის საზღვრიდან 35 კილომეტრის დისტანციაზე ახლოს და რომ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე, უკრაინული S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების ელემენტებია ნაჩვენები.

კითხვაზე, ნაადრევია თუ არა იმის თქმა, რომ რაკეტა რუსეთიდან იყო გასროლილი, ბაიდენმა უპასუხა, რომ წინასწარი ინფორმაცია ამის საპირისპიროზე მიუთითებს. და რომ მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე დანამდვილებით ამის გამორიცხვა, თუმცა რაკეტის ტრაქტორიიდან გამომდინარე ეს ნაკლებ სავარაუდოა.

"შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები მოქმედებამდე, მომხდარს სრულად გამოიძიებს", - თქვა ბაიდენმა ინდონეზიაში, დიდი ოცეულის ეკონომიკური სამიტის ფარგლებში სხვა დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, ინციდენტის შესახებ, "უსაფუძვლო განცხადებები" გააკეთა, მაგრამ ვაშინგტონი შედარებით თავშეკავებული იყო. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო ინციდენტთან, რომელიც, მისი თქმით, გამოწვეული იყო S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემით.

ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოქვეყნებულ „ტვიტში“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ მომხდარს "რუსული სარაკეტო ტერორი" უწოდა.

უკრაინას სურს, შემთხვევის ადგილზე წვდომა ჰქონდეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსანმა გააკეთა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ უკრაინას სურდა, სამშაბათს მომხდარი ინციდენტი პარტნიორებთან ერთად შეესაწავლა და გაცნობოდა ინფორმაციას, რომელიც მოკავშირეების დასკვნას საფუძველს უქმნის.

კიევი „სრულად ღიაა, სიტუაციის ყოვლისმომცველი შესწავლისთის“, - წერს დანილოვი საბჭოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე.

დანილოვმა ასევე თქვა, რომ. უკრაინას ინციდენტში „რუსული კვალის“ მტკიცებულება აქვს და გაიმეორა პრეზიდენტ ზელენსკის ბრალდება რუსეთის მიმართ „სარაკეტო ტერორის“ შესახებ. დანილოვს მტკიცებულებებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG