პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი ამ დროისთვის არც ადასტურებს და არც უარყოფს. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ამერიკა ამ დროისთვის არ ფლობს დამატებით მტკიცებულებებს ინფორმაციის დასადასტურებლად.
"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლებული ცნობები, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.
პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც გავრცელებული ცნობებით 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება.
მედიის ინფორმაციით რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. "რადიო Zet”- ის მიერ გავრცელებული ცნობით, რაკეტები ხორბლის საცავს დაეცა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. რადიოს ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე პოლონური ჯარი, პოლიცია და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან.
უცნობია რაკეტა პირდაპირ პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუ ის უკრაინის ჩამოგდების შემდეგ მოხვდა პოლონურ მხარეს.