ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა პოლონეთში დღეს მომხდარი ინციდენის გამოძიების აუცილებლობაზე და ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე ისაუბრეს. საუბრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ამ დროისთვის თეთრ სახლს პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პოლონური მედიის ინფორმაციით სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. გარდაიცვალა ორი ადამიანი. მომხდარის დეტალები ამ დრომდე დაუდასტურებელია.

რუსეთმა პოლონეთის ტერიტორიაზე იერიში უარყო. ვაშინგტონი კი ამბობს, რომ კონკრეტული დამადასტურებელი ცნობები იერიშის ან ბრალეულობის თაობაზე ჯერჯერობით არ აქვს.

XS
SM
MD
LG