ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: ნატო პოლონეთში მიმდინარე პროცესს ეხმაურება 


პოლონეთში რუსული რაკეტების სავარაუდოდ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმას" ნატოს წარმომადგენელი უცხადებს, რომ ალიანსი ამ დრომდე არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.

"ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციებს და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ნატოს წარმომადგენელი.

ინფორმაციას ამ დროისთვის არც პენტაგონი ადასტურებს. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ინფორმაციას სწავლობენ.

"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლებული ცნობები, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ მათ რაკეტები პოლონეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს. უწყება გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდებს, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება.

დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე.

XS
SM
MD
LG