ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის იმიტირებული თავდასხმის გეგმა ტაივანზე 


ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ჩინურ სოციალურ ქსელ „ვიჩატში“ გამოაქვეყნა ტაივანზე იმიტირებული თავდასხმების მოკლე ანიმაცია. ვიდეოში დეტალურად არის ნაჩვენები თუ როგორ ხდება ტაივანზე იერიშის მიტანა ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან. პარალელურად ტაივანის ირგვლივ ჩინეთმა სამდღიანი სამხედრო წვრთნები გამართა.

ტაიპეიში ამბობენ, რომ მათ ტაივანის ირგვლის ჩინეთის 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 გემი დააფიქსირეს.

ჩინეთის იმიტირებული თავდასხმის გეგმა ტაივანზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

ოფიციალურმა პეკინმა ეს ნაბიჯები მას შემდეგ გადადგა, რაც ტაივანის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა. ის ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ტაივანის პრეზიდენტს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი შეხვდა.

პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანს თვითმმართველი დემოკრატიული წყობა აქვს, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეჟიმს არ ემორჩილება.

პეკინი ტაივანის მთავრობას სეპარატისტულს უწოდებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაიპეის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის, ამერიკის მხრიდან, რომელიც მართალია ატარებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, თუმცა ტაივანთან დაკავშირებით, სტრატეგიულ ბუნდოვანებას ინარჩუნებს.

ტაივანი - ისტორიული ექსკურსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG