ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა იძულებულია კონტრშეტევის გეგმები შეცვალოს


ამერიკული საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ, უკრაინა იძულებული ხდება შეცვალოს კონტრშეტევის გეგმები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს. როგორც ამერიკული არხი განმარტავს, მათი წყარო კონფიდენციალურია და ის პრეზიდენტ ვლოდომირ ზელენსკის უახლოეს წრეს წარმოადგენს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს თავდაპირველად თქვეს, რომ გაჟონილი დოკუმენტები გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავდა, რაც რუსული დეზინფორმაციის კამპანიას ჰგავდა.

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დოკუმენტები რომლებიც გამჟღავნდა ფართო სპექტრს მოიცავს - დაწყებული უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობიდან, დამთავრებული ისრაელის დაზვერვის სააგენტოს შესახებ ინფორმაციით.

სააგენტო „როიტერი“ ამ დროისთვის დამოუკიდებლად, დოკუმენტების ნამდვილობას ვერ ადასტურებს.

ტელეკომპანია „სიენენთან" საუბრის დროს პრეზიდენტ ზელენსკის თანაშემწემ მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინის სტრატეგიული გეგმები უცვლელი რჩება, თუმცა კონკრეტული ტაქტიკური გეგმების შეცვლა ყოველთვის ხდება.

„არსებობს სტრატეგიული დავალებები, რომლებიც უცვლელია,“ - თქვა პოდოლიაკმა.

ამ დრომდე უცნობია საიდან გაჟონა დოკუმენტებმა. „როიტერთან“ საუბრის დროს პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკლ მულროი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ინფორმაციამ ამერიკული მხარისგან გაჟონა.

როგორ შეიძლება განვითარდეს ტრამპის სასამართლო პროცესი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:50 0:00

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინული მხარე მკაცრად აკონტროლებს ინფორმაციის დაცულობას და მასზე წვდომა „უკიდურესად შეზღუდულია“.

საიდუმლო დოკუმენტები 8-9 აპრილს გასაჯაროვდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG