ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის კრიტიკოსს 25-წლიანი პატიმრობა ელის


პროკურორებმა სასამართლოზე კრემლის კრიტიკოსის ვლადიმირ კარა- მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს.

დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ კარა-მურზას საქმე სწრაფად მიიწევს წინ და ოპოზიციონერი აქტივისტის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებას, მათ შორის ღალატში დადანაშაულებას გულისხმობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო.

კარა- მურზა, რომელიც უცხოეთიდან რუსეთში შარშან აპრილში დაბრუნდა, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებზე მზარდი ზეწოლის და დაშინების მორიგი მაგალითია.

41 წლის აქტივისტმა, რომელიც დაკავების იზოლატორში ორჯერ სიკვდილის პირას იყო, მისივე თქმით - გამიზნული მოწამვლის მიზეზით, დაკავების პირობებში 17 კილოგრამი დაკარგა.

მისი სასამართლო საქმის განხილვა დღეს დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და 20 მარტიდან გადავადებული იყო ცნობილი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG