ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ დასავლეთი ჩინეთს აზრს ვერ შეაცვლევინებს


ჩინეთში დასავლელი ლიდერების ვიზიტის შემდეგ, კრემლში ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტის, საფრანგეთის პრეზიდენტისა და ევროკომისიის ხელმძღვანელის შეხვედრას. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მიუხედავად გარე ზეწოლისა, ჩინეთი უკრაინასთან მიმართებაში პოზიციას არ შეიცვლის.

ჩინეთს უკვე აქვს შეთავაზებული საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის რომელსაც იზიარებს რუსეთი, თუმცა არა უკრაინა. კიევი და დასავლური ლიდერები სკეპტიკურად უყურებენ რუსეთისა და ჩინეთის მჭიდრო კავშირებს.

სის ვიზიტის შედეგები რუსეთში და მარცვლეულის შეთანხმება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:19:33 0:00

დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ინტერესით და ყურადღებით აკვირდებოდა ჩინეთში ფონ დერ ლაიენისა და ემანუელ მაკრონის ვიზიტს, თუმცა რუსეთს აქვს საკუთარი „მდიდარი ურთიერთობები“ პეკინთან.

„ჩინეთი ძალიან სერიოზული დიდი ძალაა, თავისი სუვერენული პოზიციით... ეს არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც სწრაფად იცვლის პოზიციებს გარე გავლენებით,“- თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ სი ძინპინმა გამოთქვა სურვილი პირადად შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ხოლო ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მოუწოდა ჩინეთის პრეზიდენტს „დაებრუნებინა რუსეთი საღ აზრზე“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG