ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთთან ომში დაღუპული 44 ქართველიდან, 17 ბახმუტთან დაეცა


ქართველი მებრძოლები დავით ქუჩუკიანი, ვახტანგ ბარაბაძე, მიხეილ მაზანაშვილი და არსენ ქეცბაია უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაცვის დროს დაიღუპნენ
ქართველი მებრძოლები დავით ქუჩუკიანი, ვახტანგ ბარაბაძე, მიხეილ მაზანაშვილი და არსენ ქეცბაია უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაცვის დროს დაიღუპნენ

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელი წერტილის - ქალაქ ბახმუტისთვის მიმდინარე გააფთრებულ ბრძოლებში, უკვე ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

6 აპრილს, ბახმუტთან დაეცა ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქე არსენ ქეცბაია. იგი უკრაინის არმიის ცალკეული საარტილერიო ბრიგადის «Запорізька Січ»-ის მებრძოლი იყო. ქეცბაია, რომელსაც ფესვები აფხაზეთში ჰქონდა, წლების მანძილზე სწორედ ზაპოროჟიიში ცხოვრობდა.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:52 0:00

4 აპრილს, ბახმუტთან „ქართული ლეგიონის“ წევრები თბილისელი ვახტანგ ბარაბაძე და ბებნისელი დავით ქუჩუკიანი დაიღუპნენ. ორივე საბრძოლო დავალების დროს სანგარში იმყოფებოდა, როცა რუსი ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვეპლნენ. ქუჩუკიანი საქართველოს არმიის ყოფილი ჯარისკაცი იყო, გამოვლილი ჰქონდათ ავღანეთის სამშვიდობო მისია, ბარაბაძეს 2008 წლის ომის დროს, გორში, რეზერვში ჰყოფნის გამოცდილება ჰქონდა.

„ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში... დათო და ვახტანგი ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის. გმირები არ კვდებიან. კვდებიან ქვეყნის მოღალატეები!“
ნადიმ ხმალაძე, "ქართული ლეგიონის" მებრძოლი

ვახტანგ ბარაბაძე „ქართული ლეგიონის“ იმ 24 მებრძოლის სიაში იყო, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის 13 აპრილს აღძრა და ძებნა გამოაცხადა. 2023 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, ამ სიიდან „ლეგიონის“ ოთხ მებრძოლს, პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ვახტანგ ბარაბაძეც და დათო ქუჩუკიანიც მოხალისის სტატუსით უკრაინის დამცველების გვერდით, 2022 წლის მარტიდან შეუერთდნენ.

„ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად მოვხვდით ჰოსპიტალში. დათო ქუჩუკიანი პროფესიონალი მებრძოლი და სამხედრო მედიკოსი იყო.

დათო და ვახტანგი ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის. გმირები არ კვდებიან. კვდებიან ქვეყნის მოღალატეები!“ - ასე ეხმაურება თანამებრძოლების დაღუპვას „ქართული ლეგიონის“ წევრი ნადიმ ხმალაძე. ჯერჯერობით, ვახტანგ ბარაბაძის ცხედრის ფრონტის ხაზიდან გამოსვენება, ინტენსიური ცეცხლის გამო, ვერ ხერხდება.

31 მარტს, ბახმუტში, ზერტელი მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა, 2 აპრილს იგი 30 წლის გახდებოდა. მიხეილიც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი იყო, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად ისიც ერთი წლის წინ წავიდა. მაზანაშვილის ცხედარს სამშობლოში, წინასწარი ინფორმაციით 14 აპრილს ჩამოასვენებენ.

ქართველი მოხალისეები ბახმუტთან სანგარში, 2023 წლის მარტი
ქართველი მოხალისეები ბახმუტთან სანგარში, 2023 წლის მარტი

რუსეთ-უკრაინის ომში, 2014-2022 წლებში - 12, 2022 წლის მარტიდან დღემდე კი - 44 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. აქედან, 17 ქართველი სწორედ ბახმუტთან დაეცა, მათ შორის: გრიგოლია, გოგია, გაგნიძე, ქურსუა, ხოფერია, ჩოხელი, მაზანაშვილი, ქუჩუკიანი, ქეცბაია, ბარაბაძე, კვარაცხელია, მარკელია, ალადაშვილი, ფიჩხაია, რურუა, თედორაძე და ფონ სტაალი.

„ბახმუტში ნამდვილი ჯოჯოხეთია, წყლით გავსებულ სანგრებში გვიწევს ყოფნა, ყველა მხრიდან ისვრიან, თავს ვერ აწევ. მტერი მოძვრება, ბიჭები გვეღუპებიან, გაანათლოს მათი სული, მაგრამ ჩვენ მედგრად ვდგავართ!“

ვახტანგ ბარაბაძის გარდა, ჩამოთვლილთაგან, ბოლო 6 ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოსვენება ბრძოლის ველიდან 2022 წლის დეკემბერში ვერ მოხერხდა და ამ დრომდე უცნობია, როდის გაჩნდება ამის შესაძლებლობა.

„ქართული ლეგიონის“ მებრძოლების ცნობით, ტერიტორია, სადაც ქართველების ცხედრები დარჩა, ახლა მტერს უკავია, რუსი ოკუპანტები მოლაპარაკებაზე კატეგორიულად არ მოდიან და ცხედრების გაცვლაზეც უარს ამბობენ.

„ბახმუტში ნამდვილი ჯოჯოხეთია, თოვდა, ახლა წვიმები დაიწყო. წყლით გავსებულ სანგრებში გვიწევს ყოფნა, ყველა მხრიდან ისვრიან, თავს ვერ აწევ. მტერი მოძვრება, წინ წამოიწიეს, თუმცა, მთლიანად ქალაქს მაინც ვერ აკონტროლებენ. წარმოუდგენლი დანაკარგები აქვთ. მტრის ამოცანაა, რომ ნებისმიერ ფასად აიღონ ბახმუტი, ბიჭები გვეღუპებიან, გაანათლოს მათი სული, მაგრამ ჩვენ მედგრად ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით!“ - გვითხრა ქართველმა მებრძოლმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

უკრაინის დონეცკის ოლქში, ანექსირებულ ქალაქ დონეცკიდან 90 კმ-ის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქ ბახმუტის აღებას, სადაც ომამდე 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მთლიანად დაგრეულია, რუსეთის არმია მეშვიდე თვეა ცდილობს. NATO-ს მონაცემებით, რუსეთმა ბახმუტთან 30000-დან 40000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, რაც უკრაინის დანაკარგებს 5-ჯერ აღემატება.

რუსეთის არმია მეშვიდე თვეა უკრაინული ქალაქის ბახმუტის აღებას ცდილობს
რუსეთის არმია მეშვიდე თვეა უკრაინული ქალაქის ბახმუტის აღებას ცდილობს

XS
SM
MD
LG