ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“კონსტანტინემ საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინის მომავალს“


კონსტანტინე ქურსუა, უკრაინის არმიის 58-ე ცალკეული მოტოქვეითი ბრიგადის მებრძოლი დონეცკის ოლქში დაიღუპა
კონსტანტინე ქურსუა, უკრაინის არმიის 58-ე ცალკეული მოტოქვეითი ბრიგადის მებრძოლი დონეცკის ოლქში დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი, ქართული წარმოშობის მებრძოლი მიაბარეს მიწას. დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას კონსტანტინე ქურსუა დაიღუპა. 43 წლის კონსტანტინე კიევში დაიბადა. მამამისი ასევე კონსტანტინე ქურსუა, გალის რაიონიდან დევნილი იყო, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდეგ, კიევში, ქართულ-უკრაინული ოჯახი შექმნა და ორი ვაჟი შეეძინა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები 2014-2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:33 0:00

კონსტანტინე რუსების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2014 წლის აგრესიის დროიდან იბრძოდა. 2022 წლის მარტიდან, კიევის ოლქში, საკუთარი ქალაქის ბროვარის დამცველებს შორის იდგა; შემდეგ, უკრაინის არმიის 58-ე ცალკეულ მოტოქვეით ბრიგადაში ყველაზე მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, ბახმუტში, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში. 21 ნოემბერს ბახმუტთან დაიღუპა.

იგი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ემხსხვერპლა უფალს ებარებოდე კონსტანტინე!
თამუნა ქურსუა, კონსტანტინეს ბიძაშვილი

„მამაჩემის ძმისშვილი კონსტანტინე ქურსუა, რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი გმირი, იგი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ემხსხვერპლა უფალს ებარებოდე კონსტანტინე! დიდება გმირებს! Слава Україні!“ - წერს კონსტანტინეს ბიძაშვილი თამუნა ქურსუა.

უკრაინის დამცველებს შორისაა კონსტანტინეს უმცროსი ძმაც, პაატა ქურსუა, რომელიც ამჟამად შვილს ელოდება. თავად კონსტანტინეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა.

კიევში დაბადებული კონსტანტინე წარმოშობით აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან იყო
კიევში დაბადებული კონსტანტინე წარმოშობით აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან იყო

აღმოსავლეთის ფრონტზე დაღუპვის შემდეგ, კონსტანტინეს ცხედარი, ბროვარის მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში გადაასვენეს, შემდეგ კი სამხედრო პატივით, კიევში, უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

“სამშობლოს გმირმა-დამცველმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინის თავისუფალ და ნათელ მომავალს, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი ბროვარის თემისთვის“
იგორ საპოჟკო, უკრაინის ქალაქ ბროვარის მერი

“სამშობლოს გმირმა-დამცველმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინის თავისუფალ და ნათელ მომავალს, კონსტანტინე ქურსუა დაიღუპა უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი ბროვარის თემისთვის“ - აღნიშნა ქალაქ ბროვარის მერმა იგორ საპოჟკომ.

არაოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომში უკვე 29 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. 2014-2021 წლებში კი უკრაინის დროშის ქვეშ - 11 ქართველი მოხალისე დაეცა

კონსტანტინე ქურსუა
კონსტანტინე ქურსუა

XS
SM
MD
LG