უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მოხალისე შეეწირა. 43 წლის ბერდია ჯოხაძე ხერსონის ფრონტზე 12 აგვისტოს დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოში პარასკევ დილით ჩაასვენეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვენეს.
ბერდია ჯოხაძეს ქართულ-უკრაინული ოჯახი ჰქონდა, იგი 15 წელი უკრაინაში ცხოვრობდა. როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჯოხაძე, კიევის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის 206-ე ბატალიონში მოხალისედ ჩაირიცხა. მოგვიანებით, რამდენიმეკვირიანი წვრთნის შემდეგ, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ჩაება.
უკრაინას მის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა, ამბობდა, რომ ჩემი ქალიშვილის მეორე სამშობლოა, დაცვა სჭირდება და იარაღი ხელში რუსების შეჭრისთანავე აიღონატალია ჯოხაძე, ბერდია ჯოხაძის და
„სამხედრო საქმესთან მანამდე შეხება არ ჰქონია, მაგრამ უკრაინას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა, ამბობდა, ჩემი ქალიშვილის მეორე სამშობლოა, დაცვა სჭირდებაო და იარაღი ხელში რუსების შეჭრისთანავე აიღო“, - ამბობს დაღუპული მეომრის და ნატალია ჯოხაძე.
უკრაინის არმიის ტერიტორიული თავდაცვის 206-ე ბატალიონი თავიდან კიევის ოლქში, ძირითადად ქალაქ ირპენში იბრძოდა. მაშ შემდეგ, რაც ოკუპანტებმა კიევის ოლქი დატოვეს, ბატალიონი სამხრეთში, ქალაქ მიკოლაივში გაგზავნეს და ის ხერსონის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში ჩაება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძე ამ ოპერაციაში მონაწილეობისას - იმ დროს, როცა დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა - ძლიერ დაბომბვაში მოჰყვა და დაუზუსტებელი ნივთიერებით სერიოზული ინტოქსიკაცია მიიღო.
დაჭრილების გამოსაყვანად რამდენჯერმე შესულა და დაბომბვაში მოყვა. მისი თანამებრძოლებისგან გავიგეთ, რომ დამომბვის დროს მოიწამლა, ზუსტად რითი არ ვიცით, ამბობენ ქიმიური მოწამვლა იყოოგოჩა ჯოხაძე, ბიძა
„დაჭრილების გამოსაყვანად რამდენჯერმე შესულა და დაბომბვაში მოჰყვა. მისი თანამებრძოლებისგან გავიგეთ, რომ დამომბვის დროს მოიწამლა, ზუსტად რით - არ ვიცით, ამბობენ, ქიმიური მოწამვლა იყოო. სასწარფოდ გადაიყვანეს მიკოლაივის ჰოსპიტალში, სადაც ორი დღე იცოცხლა, ინტოქსიკაციის შედეგად მრავლობითი თრომბოზი განუვითარდა და 12 აგვისტოს დაიღუპა“, - გვითხრა გარდაცვლილის ბიძამ გოჩა ჯოხაძემ.
ბერდია ჯოხაძეს 9 წლის ქალიშვილი და უკრაინელი მეუღლე ჰყავდა. ქართველ მოხალისეს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისას გარდაიცვალა, 21 აგვისტოს სამხედრო პატივით წავკისის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)
ბერდია ჯოხაძე 12.08.2020
კახა გოგოლი 10.07.2020
ალუდა ზვიადაური 16.06.2022
კირილე შანავა 04.06.2022
დანიელ გერლიანი 03.06.2022
გიორგი გრიგოლია 03.06.2022
რატი შურღაია 14.05.2022
ტატო ბიგვავა 12.05.2022
ვიტალი ორბელაძე 23.04.2022
ზაზა ბიწაძე 16.04.2022
არკადი კასრაძე 16.04.2022
ალიკა ცაავა 16.04.2022
დავით მენაბდიშვილი 09.04.2022
ნიკა შანავა 09.04.2022
დავით გობეჯიშვილი 27.03.2022
ბახვა ჩიქობავა 19.03.2022
გია ბერიაშვილი 17.03.2022
დავით რატიანი 17.03.2022
ოლეგ გეგეჭკორი 08.03.2022
დავით შარტავა 18.04.2021
გიორგი სარალიძე 31.10.2017
დავით სიხარულიძე 11.05.2017
დავით გამსახურდია 08.10.2016
ირაკლი ქუთელია 09.12.2015
რეზო წიკლაური 29.04.2016
გიორგი ბარათელი 08.08.2015
კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015
გიორგი ჯანელიძე 18.04.2015
თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014