ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცივი შხაპი - ხელისუფლებისთვის


5 წლიანი შესვენების შემდეგ, სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრიუმფით დაბრუნდა
5 წლიანი შესვენების შემდეგ, სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრიუმფით დაბრუნდა

აშშ-მ ცივი შხაპი გადაავლო ხელისუფლებას - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა, რონდელის ფონდის მკვლევარმა, როდესაც მას აშშ-ს მიერ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ ვკითხეთ.

5 აპრილს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან მიმართებით მრავლისმთქმელი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ოთხ მოსამართლეს, რომელთაგან ერთი ამ ეტაპზე მოსამართლის უფლებამოსილებას აღარ ახორციელებს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა. ამის თაობაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში საგანგებო მიმართვაც ჩაწერა, სადაც თქვა, რომ ეს მოსამართლეები სასამართლოს მანიპულირების გზით, კორუფციულად იღებდნენ პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებებს.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00

„სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ,“- განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს დამოკიდებულება, რომლის თანახმად, „აშშ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.“

ნაზი ჯანეზაშვილი, "სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

7 აპრილს ელჩი დეგნანი პარლამენტის თამჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან! - ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება“.

პარლამენტის თავმჯდომარე ელჩისგან ითხოვდა მტკიცებულებების წარმოდგენას მოსამართლეთა კორუმპირებულობის თაობაზე. „რაც შეეხება სამი მოსამართლისა და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩის თქმით, ეს არაა სანქცია, ესაა სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან. ელჩმა გაიმეორა ის, რასაც საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების მიმართ პიროვნულ შეტევად ითარგმნა, როგორც ამას შალვა პაპუაშვილის შემაჯამებელი სიტყვა მოწმობს 7 აპრილის ბრიფინგზე.

ნაზი ჯანეზაშვილი, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, გამუდმებით ამხელდა მოსამართლეების უკანონო ქმედებასა და ნეპოტიზმს. ახლა ის „სასამართლოს გუშაგს“ ხელმძღვანელობს და კვლევაზე დაყრდნობით არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი იმისა, რის შესახებაც წლების განმავლობაში საუბრობდა.

მათ შორისაა ინტერვიუები საქართველოდან გაქცეულ მოსამართლეებთან, ვინც უარი განაცხადა კლანთან თანამშრომლობაზე. მართლმსაჯულების სისტემაში, წარსულში თუ ამჟამად მომუშავე ადამიანი სისტემის ხარვეზებზე მიუთითებდა. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებს ზედმიწევნით დეტალური ინფორმაცია აქვთ არსებულ ვითარებაზე.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის მიერ „მტკიცებულებების“ მოთხოვნას ელჩისგან, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეებს აუკრძალეს გადაადგილება აშშ-ში და იმ ტიპის ინფორმაცია, რაც აშშ-ს აქვს, სრულიად საკმარისია ამგვარი ტიპის სანქციისთვის.

„როდესაც შალვა პაპუაშვილი ითხოვს მტკიცებულებებს, და გულდაწვეყტილი საუბრობს, რომ თითქოს საჯარო ინფორმაციას არ უნდა დაეყრდნოს აშშ, ესაა ძალიან უცნაური, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ მართლმსაჯულება არ განხორციელებულა და ისინი არიან დასანქცირებულები. ამ ტიპის სანქციებისთვის საკმარისია ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია. კორუფცია არის ძალიან ფართო ცნება და აქვს ბევრი განზომილება. მე ამის თაობაზე ბევრი მტკიცებულების მოტანა შემიძლია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ყოველთვის იყვნენ წინასწარ შეთანხმებულები, როდესაც იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ესაა კორუფცია. ნეპოტიზმი არის სასამართლოში იმდენად გავრცელებული, რომ ეს სრულიად ღიაა. როდესაც მოსამართლე სამსახურში იღებს ცოლს, დას, ცოლის ძმას... ამ უკანასკნელის თაობაზე ჯერ კიდევ ეუთოს კომისიამ 2019 წელს დაწერა თავის დასკვნაში, რომ იყო ინტერესთა კონფლიქტი,“- გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი.

გიგი გიგიაძის მოლოდინით, ევროკავშირის ქვეყნებიც შეუერთდებიან სანქციებს და გაიზრდება იმ პირთა სიაც, რომელთაც შეეხებათ ამკრძალავი რეგულაციები.

„მმართველი გუნდის აღქმა აბსოლუტურად არაადექვატურია. ისინი აგრძელებენ ანტიდასავლურ რიტორიკას. იმყოფებიან თავდაცვის რეჟიმში. მათ არ ესმით იმ გადაწყვეტილების სიმძიმე, რაც აშშ-მ მიიღო. ის აქცენტები, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დასვა თავის განცხადებაში, დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლებას არ ესმის, თუ რასთან აქვს საქმეს. ესაა ძალიან მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი,“- გვეუბნება გიგი გიგიაძე.

ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00

საგარეო საქმეთა მინისტრმა, რის შესახებაც ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე მიუთითებს, წერილი მისწერა აშშ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, სადაც ულტიმატუმის ტონი გაჟღერდა. "სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს,"- ნათქვამია წერილში, რომელიც ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის თავშია განთავსებული.

„აშშ-სთვის ცხადია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრი არც მთავრობაში და არც ხელისუფლებაში არ არის. გარდა ამისა, მათი არც ერთი გზავნილი არ იქნა შესმენილი“,- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. მისი თქმით, აშშ-სგან წამოსულ წინადადებებზე საქართველოსგან ცინიკური, დამცინავი პასუხები იყო გაცემული. ამ ყველაფერს ემატებოდა ინფორმაცია კორუფციული გარიგებებისა და დემოკრატიის შესუსტების შესახებაც, რამაც, საბოლოო ჯამში აშშ-ს ის გადაწყვეტილება მიაღებინა, რაც ვიხილეთ.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ განცხადება 7 აპრილს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, „თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება, თუ უმაღლეს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას“.

რესპონდენტები, ვისაც "ამერიკის ხმა" დაუკავშირდა კომენტირებისთვის, მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით, სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელია. მათივე მტკიცებით, ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული.

XS
SM
MD
LG