მონტენენგროში არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მილო ჯუკანოვიჩი დამარცხდა, ეს პირველი მარცხია მისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც ის ხელისუფლებაში იმყოფებოდა. ოფიციალური მონაცემებით მან არჩევნებში დაფიქსირებული ხმების მხოლოდ 41% აიღო.
მონტენენგროში გამართული არჩევნების შედეგებით ირკვევა, რომ ხალხმა არჩევანი ახალბედა პოლიტიკოსზე ჯაკო მილატოვიჩზე შეაჩერა, რომელმაც ხმების 59 პროცენტი აიღო.36 წლის მილატოვიჩი პირველად პოლიტიკაში 2020 წელს გამოჩნდა, მას განათლება მიღებული აქვს ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ მონტენენგროს მოქალაქეები დაიღალნენ ჯუკანოვიჩის მმართველობით, ის წლების განმავლობაში ორჯერ იყო პრეზიდენტი და შვიდჯერ პრემიერ-მინისტრი. აღასნიშნავია, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა არ არის და პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად სიმბოლურია, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტი მნიშვნელოვან გავლენას ახლდენს პოლიტიკურ პროცესებზე.
მარცხის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯუკანოვიჩმა დატოვა ცენტრისტული სოციალისტების დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაც.
Facebook Forum