ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი არჩევნებისთვის ემზადება


ქვეყანაში შესაძლოა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ჰქონდეს ადგილი.

ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებს კვირას, 6 მაისს საბერძნეთის მოქალაქეებიც მიაშურებენ. საბიუჯეტო კრიზისის შემდეგ, ეს ქვეყნის პირველი საყოველთაო არჩევნები იქნება. კოალიციური მთავრობა საპარლამენტო არჩევნებს შეთანხმების მიხედვით, დაგეგმილზე ერთი წლით ადრე მართავს.

სპეციალისტების აზრით, საბერძნეთის მოსახლეობაში პრიორიტეტები გამოკვეთილი არ არის და ქვეყანაში შესაძლოა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ჰქონდეს ადგილი. გამოკითხვების მიხედვით, ბერძნები იმ ორი წამყვანი პარტის დასჯას აპირებენ, რომლებიც აქამდე ქვეყნის მართვაში დომინირებდნენ. ვერც სოციალისტური პასოკის პარტია და ვერც კონსერვატიული ახალი დემოკრატიის პარტია საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს. საბერძნეთის მოსახლეობა მათ არასწორ მენეჯმენტში და ქვეყნის ეკონომიკის რეცესიულ მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG