ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასტაბილური ვითარება საბერძნეთში


კვირას ჩატარებული ახალი საპარლამენტო არჩევნების წყალობით ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველი და არასტაბილური ხდება. საკმარისი ხმების უმრავლესობის მოპოვება თითქმის ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოახერხა.

წინასწარი შედეგებით ყველაზე მეტი, 19 პროცენტი კონსერვატიულმა ახალი დემოკრატიის პარტიამ მოიპოვა. მემარცხენე, ევროკავშირის წინააღმდეგ განწყობილმა სირიზას პარტიამ - 17, სოციალისტურმა პასოკის პარტიამ კი ელექტორატის ხმების მხოლოდ 14 პროცენტი აიღო. საბერძნეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული შედეგები ახალი პარლამენტის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არ არის.

ხმის უმრავლესობის მქონე ახალი დემოკრატიის პარტიის ლიდერს, ანტონის სამარასს ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ 3 დღე აქვს. დღეს ის საკოალიციო მოლაპარაკებებს იწყებს.

XS
SM
MD
LG