ათენში საბერძნეთის სოციალისტური და კონსერვატორული პარტიების ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით.
ევანგელოს ვენიზელოსმა და ანტიონის სამარასმა კარგად იციან, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე საბერძნეთი შესაძლოა ევროზონის გარეთ აღმოჩნდეს.
სოციალისტური პარტიის ლიდერის ვენიზელოსის განცხადებით, მას შემდეგ რაც რადიკალმა მემარცხენეებმა და ახლი დემოკრატიის პარტიამ ვერ შეძლეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ სოციალისტებს ამგვარი შანსი გაუჩნდათ.
თუ 17 მაისამდე ბერძნებმა ვერ შეძლეს მთავრობის ჩამოყალიბება, მაშინ ქვეყნაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.