საბერძნეთმა დროებით მეთვალყურე პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მოსამართლე აირჩია. სამთავრობო საბჭოს თავკაცი პენაგიოტის პიკრამენოსი მას შემდეგ აირჩიეს, რაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ვერ შეძლეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ბატონი პიკრამენოსის მოვალეობაში შედის ხელახლა დანიშნნული არჩევნების ორგანიზება, რომელიც 17 ივნისს დაინიშნა. ექსპერტთა აზრით, არც ახლი არჩევნები იქნება იმის გარანტია, რომ რომელიმე პარტია ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, რაც აუცილებელია მთავრობის ფორმირებისთვის. თუმცა რადიკალური მემარცხენე კოალიციის ლიდერმა და სირიზას პარტიის თავკაცმა ალექსის ციპრასმა, ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში სულ უფრო მეტი მხარდამჭერის მოპოვება შეძლო.
ამავე თემაზე
პოპულარული
1