ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური ალიაქოთი საბერძნეთში


პოლიტიკური არეულობა საბერძნეთში მთავრობის ფორმირების წარუმატებელ მცდელობებს უკავშირდება. შექმნილი სიტუაცია იძლევა შეშფოთების საბაბს რომ საბერძნეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა ევროზონის 17 სახელმწიფოდან, რომელიც გამოეთიშება ევროს მომხმარებელი ქვეყნების ბლოკს.

ევროზონიდან გასვლას საბერძნეთი ორჯერ გადაურჩა. ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას რამდენიმე მილიარდის ოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი გამოუყვეს. სამაგიეროდ საბრძნეთმა ძალიან მტკივნეული საბიუჯეტო შეკვეცების პირობა დადო, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა. კვირას ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შეკვეცებს უჭერენ მხარს. მათმა ოპონენტება კი განაცხადეს, რომ საბრძნეთი უკვე აღარაა ვალდებული შეასრულოს ევროკავშირის ვალის გასტუმრების მიზნით დაწესებული მოთხოვნები.

XS
SM
MD
LG