ორშაბათს ევროპის ფინანსურმა ბაზრებმა მკვეთრი ვარდნა განიცადეს. ექსპერტები მსგავს აქტივობას საბერძნეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებენ. ამასთან სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, დატოვებს თუ არა საბრძნეთი ევროზონას.
ლონდონის, პარიზის და ფრანკფურტის ბირჟებზე ვარდნამ 2% შეადგინა, ნიუ ირკში კი ერთ პროცენტიანი ვარდნა აღინიშნა. ამასთან დაეცა ევროს სავალუტო კურსიც, რომელიც დღეს 1,29 დოლარი გახდა პირველად უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში.