ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის შექმნის ბოლო შანსი საბერძნეთში


ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ რომ საბერძნეთი ევროზონის ნაწილად დარჩება და ნაკისრ ვალდებულებებსაც შეასრულებს. ამის შესახებ დღეს ევროკომისიის პრესპიკერმა პია ჰანსენმა განაცხადა. მანამდე საბერძნეთის პრეზიდენტმა კაროლოს პაპოლიასმა პოლიტიკური სპექტრის ლიდერებს მოლაპარაკების ბოლო მცდელობისკენ და კოალიციური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდა. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ საბერძნეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების პირობები ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების ერთადერთი გზაა. საბერძნეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მემარცხენე რადიკალური პარტიის, სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა. მისი თქმით, ხალხის არ ესმით იმ პარტიებს ვინც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად დანახარჯების შეკვეცას უჭერს მხარს.

„დღეს გაზეთებმა გაახმოვანეს ევროკომისიის პოზიცია, რომ ისინი დაუშვებენ უფრო გრძელვადიან ფისკალურ რეგულაციებს. ამას ისინი იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ არ მისცემენ კატასტროფის უფლებას. ბერძენი ხალხი თავის ნებით არ წავა თვითმკვლელობაზე,“ - განაცხადა ციპრასმა.

XS
SM
MD
LG