ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს გერმანია და საფრანგეთი დაეხმარება


გერმანიის და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრებმა ევროზონის ბლოკში დარჩენისთვის საბერძნეთს მხარდაჭერა აღუთქვეს. ამასთან, ისინი ათენს ფინანსების მართვის ახალი გზების გამოძებნაშიც დაეხმარებიან. გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შაუბლეს შეხვედრა ფრანგ კოლეგასთან, პიერ მოსკოვიჩთან ბერლინში გაიმართა, რომელიც ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს ევროკავშირის ლიდერების მომავალი არაფორმალური სამიტისთვის. ეს უკანასკნელი კი სტარტს ოთხშაბათს ბრიუსელში აიღებს. როგორც საფრანგეთი, ისე გერმანია მხარს უჭერს საბერძნეთის ევროზონაში დარჩენას მას შემდეგ, რაც საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდი ჩატარდება.

XS
SM
MD
LG