ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს ევროზონიდან გასვლის პერსპექტივა ემუქრება


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოთხშაბათს ბრიუსელში დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ რაც მისგან საბერძნეთის მიმართ პოზიციის შერბილება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთს ევროზონიდან გასვლის პერსპექტივა ემუქრება.

ევროპის 27 ქვეყნის ლიდერმა, ბრუსელში სამიტის ფარგლებში, განიხილა ის საჭირო გზები, რაც აუცილებელია ევროზონის ბლოკის ეკონომიკის სტიმულირებისათვის. გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ საბერძნეთის მიმართ გამკაცრებულ ზომებს ითხოვდნენ, ახლა მათი მოსაზრებების თანხვედრა ამის თაობაზე არ ხდება, რაც საფრანგეთში ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება. ბატონი ფრანსუა ოლანდის განცხადებით კრიზისიდან დაძლევის საუკეთესო გზა ეკონომიკის ფეხზე დაყენება და არა მხოლოდ ზომების გამკაცრება.

XS
SM
MD
LG