მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას გატარებას, საბერძნეთში პროტესტის მწვავე ფორმა მოჰყვა. საბერძნეთის ქუჩებში გამოსულმა მოსახლეობამ პოლიციას ქვები დაუშინეს. მათ საბიუჯეტო შემოსავლების შეკვეცასა და გადასახადების გაზრდის გეგმას წინააღმდეგობა გაუწიეს.
ეკონომიკაში ნობელის ლაურეატი, ექსპერტი პოლ კრუგმანი ამბობს, რომ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება არასწორია:
“ჩვენ წარმოუდგენელი უმუშევრობის წინაშე ვდგავართ, და ასევე საქონლის შესყიდვის მხრივ მწვავე დეფიციტის წინაშე ვიმყოფებით.
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მეცნიერი ვერონიკა დე რუჟი იაპონიის მაგალითს იხსენებს, სადაც მთავრობის საბიუჯეტო ხარჯებმა ფასების გაზრდა გამოიწვია.
“ისინი წლების მანძილზე ცდილობდნენ რეცესიიდან გამოსვლას. ამისათვის უამრავი დანახარჯი ჰქონდათ და ვალი ვალს ემატებოდა, ამიტომ არ იყო ეს კარგი ვარიანტი.”
რეცესიის დროს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები თანხებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში იმისათვის დებენ, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან და ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყონ ხელი:
“ეკონომიკური განვითარების პერიოდში, ხელისუფლებას შეუძლია საბიუჯეტო თანხების შეკვეცა; ასევე შესაძლებელია სამთავრობო სტრუქტურების შემცირევა , რაც აღარასდროს მოხდება.”
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, იმ ხელისუფლებას, რომელიც ბევრს ხარჯავს და ნაკლებ შემოსავალს იღებს, რა საკვირველია მოუწევს ვალის უკან დაბრუნება, რაც მათ დეფიციტის გადაფარვაში დახმარებას გაუწევს. თუმცა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე ექსპერტები ამბობენ, რომ საბიუჯეტო თანხების შემცირების გარეშე განმსესხებლებში ნდობა დაიკარგება და ვალის დაბრუნების იმედი აღარ ექნებათ. აქედან გამომდინარე, ქალბატონი მერკელის აზრი ანგარიშგასაწევია, რადგან გერმანია ევროპის ყველაზე დიდი მოცულობის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ასევე საგანგებო კრედიტების მთავარი გამცემია.