ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრები საბერძნეთში


თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და კოალიცია არ შეიქმნა, საბერძნეთში განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობით, საბერძნეთის პრეზიდენტი სამი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა კარლოს პაპულიასმა კვირას შეხვედრები გამართა კონსერვატიული ახალი დემოკრატიის პარტიასთან, რადიკალურად ლიბერალურ სირიზას პარტიასთან და სოციალისტურ პასოკთან. პრეზიდენტი დამატებით შეხვედრებს გეგმავს სხვა პარტიების ლიდერებთანაც, რომლებმც 6 მაისს საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ზღვარი გადალახეს და პარლამენტში შევიდნენ.

პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის შექმნას ცდილობს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში არ გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობის კოალიციას შექმნის. თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და კოალიცია არ შეიქმნა, საბერძნეთში განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

XS
SM
MD
LG