ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერძნები ახალ პარლამენტს ირჩევენ


ბოლო ორ წელიწადში საბერძნეთმა ორი საერთაშორისო დონის ფინანსური დახმარება მიიღო.

დღეს საბერძნეთში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყანაში მწვავე ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ ბერძნები ახალ საკანონმდებლო ორგანოს აირჩევენ.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ბერძენთა დიდი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისში ორ ძირითად პარტიას ადანაშაულებს. ესენია: სოციალისტური პასოკის პარტია და კონსერვატიული მიმართულების ახალი დემოკრატები. ბერძენთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პარტიების ბრალია ქვეყნის არასწორი მართვა და შესაბამისად ფინანსური კრიზისის გამოწვევა.

ბოლო ორ წელიწადში საბერძნეთმა ორი საერთაშორისო დონის ფინანსური დახმარება მიიღო. შესაბამისად საბერძნეთის მთავრობამ იკისრა ფინანსური ვალდებულებები ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე, რაც გულისხმობს გადასახადების გაზრდას და დანახარჯების მკვეთრად შემცირებას. ეს კი მოსახლეობის უკმაყოფილებას აძლიერებს. ამდენად, დღევანდელ არჩევნებში მოსალოდნელია, იმ მცირე პარტიების წარმატება, რომლებიც მმართველი პარტიების ფინანსურ პოლიტიკას აპროტესტებენ. ეს კი ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG