ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არასტაბილური ვითარებაა


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამბობს, რომ უკრაინაში, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არასტაბილური ვითარებაა, რის გამოც გაეროში მიაჩნიათ, რომ სადგურზე გაეროს მისია უნდა გაიგზავნოს.

რაფაელ გროსმა, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელია, ნიუ-იორკში თქვა, რომ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა სადგურს ამ დრომდე უკრაინელი პერსონალი მართავს. სადგურის მუშაობას პრობლემა არაერთხელ შეექმნა .

„სიტუაცია არასტაბილურია. იქ ჩასვლა ძალიან რთულია, რადგან ბევრი აქტორი მოქმედებს და საჭიროა შეთანხმება პირველ რიგში მოსკოვსა და კიევს შორის, ასევე საჭიროა მხარდაჭერა გაეროდან, რადგან სადგური ომის ზონაშია“- ამბობს გროსი და ამატებს, რომ სააგენტო არ დაუშვებს ამ ვითარების შენარჩუნებას.

გროსი ნიუ-იორკში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონფერენციაზე იმყოფება. ამ კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოსკოვი ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის სამხედრო ბაზად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ბლინკენის თქმით ეს დაუშვებელია, რადგან ნებისმიერ გასროლას შესაძლოა ბირთვულ რეაქტორზე ცუდი გავლენა ჰქონდეს, რაც დიდი რისკების შემცველია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG