ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მსოფლიო დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - პელოსი ტაივანში ჩავიდა 


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში იმყოფება. ეს შეერთებული შტატებიდან 25 წლის განმავლობაში კუნძულზე მსგავსი პირველი ვიზიტია.

პელოსი ტაივანში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრინდა, მას აეროპორტში ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში, სანდრა ოუდკირკი დახვდნენ.

„ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი ადამიანისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. რადგან მსოფლიო დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის,“- თქვა პელოსიმ ტაივანში ჩასვლის შემდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტაივანში პელოსის ჩასვლამდე თქვა, რომ „პოლიტიკოსები, რომლებიც ცეცხლს ეთამაშებიან ტაივანის საკითხზე, კარგად არ დაასრულებენ“.

კადრები აეროპორტიდან - პელოსი ტაივანში ჩავიდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

ამ მუქარანარევი განცხადების პარალელურად კი ჩინეთმა ტაივანის მახლობლად ავიაგამანადგურებლები განალაგა. გავრცელებული ინფორმაციით სამხედრო თვითმფრინავებმა, ჩინეთსა და ტაივანს შორის სრუტეზე ფრენები განახორციელეს.

ამ მუქარანარევი განცხადების პარალელურად კი ჩინეთმა ტაივანის მახლობლად ავიაგამანადგურებლები განალაგა. გავრცელებული ინფორმაციით სამხედრო თვითმფრინავებმა, ჩინეთსა და ტაივანს შორის სრუტეზე ფრენები განახორციელეს.

ჩინეთი ტაივანს, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის მხრიდან ამერიკის დაშინებას.

"ტაივანს უყვარს ამერიკა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

ნენსი პელოსის აზიური ტურნეს პარალელურად, ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში ვაშინგტონმა, 4 ამერიკული ხომალდი, მათ შორის ავიამზიდი განათავსა. ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვა გაიარა და ახლა ფილიპინების ზღვაში, ტაივანის აღმოსავლეთით იმყოფება.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რუტინული განლაგებაა,“- ამბობს ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენელი, რომელმაც სააგენტო „როიტერს“ ინფორმაცია ანონიმურობის დაცვით მიაწოდა.

საზღვაო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფილიპინებისა და იაპონიის სამხრეთით, ტაივანთან ახლოს ასევე იმყოფება ამერიკული ამფიბიური თავდასხმის გემი USS Tripoli.

პელოსის ტაივანში ვიზიტამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პელოსის ვიზიტი „ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ იქნება და გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა ამას „ძალიან სერიოზული განვითარება და შედეგები“ მოჰყვეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG