ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, პეკინმა მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანოს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, ჩინეთი გეგმავს „მიზანმიმართული სამხედრო ოპერაციების“ დაწყებას. თუმცა უწყება არ განმარტავს რას მოიცავს ეს ოპერაციები. პეკინი ასევე აცხადებს, რომ ჩაატარებს აღმოსავლეთ სარდლობის საგანგებო წვრთნებს, თუმცა არ საუბრობს იმაზე, არის თუ არა "სამხედრო ოპერაციები" ამ წვრთნების ნაწილი.
სამშაბათ საღამოდან, წვრთნები, რომელიც საჰაერო და საზღვაო მანევრებს მოიცავს, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გაიმართება. აქამდე, სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს თქმით, მანეევრები ტაივანი გარშემო 4-დან 7 აგვისტომდე უნდა გამართულიყო.
ოფიციალური განცხადებით ტაივანის სრუტედან გრძელი რადიუსის რაკეტების საცდელი გაშვებაც მოხდება. მანამდე პეკინმა, სანამ სპიკერის თვითმფრინავი ტაიპეიში დაეშვებოდა, ჩინეთ-ტაივანის სტრუტის თავზე ავიამოიერიშეები გაგზავნა, რომლებმაც მანევრები შეასრულეს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი პარალელურად, რეგიონში 4 ამერიკული სამხედრო გემია განთავსებული. მათ შორის ავიამზიდი USS Ronald Reagan და ამფიბიური თავდასხმის გემი, USS Tripoli.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რუტინული განლაგებაა,“- ამბობს ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენელი, რომელმაც სააგენტო „როიტერს“ ინფორმაცია ანონიმურობის დაცვით მიაწოდა.
ჩინეთი ტაივანს, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის მხრიდან ამერიკის დაშინებას.
Facebook Forum