ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოება სირიას თხოვნით მიმართავს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საერთაშორისო საზოგადოების სპეციალური დესპანი სირიაში კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას სთხოვენ გაეროს დამკვირვებლები ქალაქ ალ ჰაფაში შეუშვას. შეერთებული შტატების განცხადებით ალ ჰაფაში მთავრობა ფართომასშტაბიან ჟლეტას გეგმავს.
სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალები ლატაკიას პროვინციაში მდებარე ქალაქზე საარტილერიო იერიშებს ახორციელებენ, რის გამოც ალ ჰაფა მთალიანადაა მოწყვეტილი გარესამყაროს.
ბან კი მუნმა სირიის მთავრობას გაეროს დამკვირვებლებისთვის გადაადგილების შეუზღუდავი უფლების მიცემა სთხოვა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ: „სირიამ არაერთხელ დაარღვია ანაის სამშვიდობო გეგმის პირობები და ისეთ საშინელ ტარტიკას იყეენებს მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად შვუელმფრენიდან სამოქალქო პირებისთვის ცეცხლის გახსნა.“
ნულანდმა დასძინა, რომ სამხედრო ინტერვენცია სირიის კონფლიქტს სატელიტურ ომად აქცევს დასავლეთსა და ირანსა და რუსეთს შორის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG