ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში ვითარება მწვავდება


დამასკოში ვითარება მწვავდება
დამასკოში ვითარება მწვავდება

კვირის შეტაკებებს 72 ადამიანი ემსხვერპლა

მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლებამ დედაქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალები და მძიმე არტილერია შეიყვანა, ქალაქის გარეუბნებში შეტაკებები დაიწყო. სამთავრობო არმიის 2 000-კაციან ქვედანაყოფს ზურგს ტანკები და სამხედრო მანქანები უმაგრებდნენ.

შეტაკებები დამასკოს სულ ცოტა ოთხ უბანში მოხდა, ქალაქში, რომელიც უდიდესია სახელმწიფოში და სადაც პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, რეზიდენციაა განთავსებული. შეტევა ძირითადად სუნიტი მუსლიმებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განხორციელდა, განსაკუთრებული სიძლიერით კი - აღმოსავლეთ გარეუბანში, რომელსაც ხელისუფლება უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ვეღარ აკონტროლებდა.

უფლებადამცველების განცხადებით კვირის შეტაკებებს 72 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 41 სამოქალაქო პირი იყო. დაღუპული მოსახლეობის უმრავლესობა დამასკოს გარეუბნებში და ცენტრალურ ქალაქებში, ჰომსში და ჰამაში, ცხოვრობდა. მონაცემები დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით არ მოწმდება, ვინაიდან სირია უცხოელი ჟურნალისტების დაშვებას და მათ თავისუფალ მიმოსვლას ძველებურად ზღუდავს.

XS
SM
MD
LG