ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ქალაქები იბომბება


სირიაში ქალაქები იბომბება
სირიაში ქალაქები იბომბება

პოლიციის რიგებში მსხვერპლი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ბომბის აფეთქებამ გამოიწვია.

სირიაში ძალადობა გრძელდება - უკანასკნელი ორი დღის მანძილზე იქ 50-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს კი ინტერვენცია არ შეუძლია, რადგანაც რუსეთი და ჩინეთი გაეროს რეზოლუციაზე ვეტოს დადებით იმუქრებიან.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ იდლიბში 6 პოლიციელი და 20 დემონსტრანტი დაიღუპა მორიგი დემონსტრაციის დარბევის დროს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციის რიგებში მსხვერპლი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ბომბის აფეთქებამ გამოიწვია. იდლიბთან ერთად, სახელისუფლებო ძალებმა რეიდი ჩაატარეს ქალაქ ჰოლმშიც.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ სირიის ჯარი ზომით მეოთხე ქალაქ ჰამასაც უტევს. ჰამას მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალაქის უბნები პარასკევს მძიმე ალტირელიამ დაბომბა.

XS
SM
MD
LG