უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსში სულ მცირე 217 ადამიანი მოკლეს. სირიის ხელისუფლება ძალადობას აგრძელებს, ამ ფონზე კი გაეროს უშიშროების საბჭო სირიის რეზოლუციაზე კენჭისყრისთვის ემზადება.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დამცველი სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებთან დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანია დაშავებული. ჰომსი სირიის მთავრობის ოპოზიციის ერთ-ერთი საყრდენი წერტილია.
სირიაში დაზარალებულთა რაოდენობა მატულობს. რუსეთი რეზოლუციაზე ვეტოს დადებით არაერთხელ დაიმუქრა.