სირია დათანხმდა არაბული ლიგის დამკვირვებლების მისიის კიდევ ერთი თვით გაგრძელებაზე. ამასთან, ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ თავისი დამკვირვებლები უკვე გამოიყვანა სირიიდან და 10 თვიანი დაპირისპირების შეჩერებისთვის გერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართა. ექვსი ქვეყნისგან შემდგარი სპარესთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი 55 დამკვირვებელი ტოვებს მისიას, ვინაიდან სირიამ ვერ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, რომლის პირობაც ქვეყანამ დადო. საუდის არაბეთი იყო პირველი მათგან ვინც მისია დატოვა.