ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომსში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეჩერდა


მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა ჰომსი დატოვეს სირიის მთავრობამ შურისძიების მიზნით ქალაქი დაიკავა და ოპოზიციის მომხრეების დასჯა დაიწყო.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე აცხადებს, რომ სირიის ქალაქ ჰომსში მედიკამენტებისა და სურსათის შეტანა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჰომსში სამთავრობო ჯარების შესვლის შემდეგ 17 ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი.

არაბულენოვან საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, ჰომსში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა მას შემდეგ, რაც სამთავრობო ჯარები ქალაქის ერთ-ერთ უბან ბაბა ამრში შევიდნენ.

გაეროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა ჰომსი დატოვეს სირიის მთავრობამ შურისძიების მიზნით ქალაქი დაიკავა და ოპოზიციის მომხრეების დასჯა დაიწყო.

XS
SM
MD
LG