ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომსი არტილერიით დაიბომბა


ჰომსი არტილერიით დაიბომბა
ჰომსი არტილერიით დაიბომბა

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა ჯგუფებს ქალაქ ჰომსში საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. წინა დღეს კი გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს წევრებს შორის შეუთანხმებლობამ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა წაახალისა. ადამიანის უფლებათა და დაცვის კომისარი ნავი პილაი გუშინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა. მისი თქმით, პრეზიდენტ ასადის ძალების მოქმედება ცხადყოფს, რომ „დამნაშავეები კაცობრიობის წინააღმდეგ მოქმედებენ“

ქალაქ ჰომსში უკვე ასობით ადამიანია დაღუპული, მას შემდეგ რაც სამთავრობო ძალებმა ქალაქის რამდენიმე უბანზე მიიტანეს შეტევა. სირიის მთავრობა პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ამბოხებაში ტერორისტულ ჯგუფებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG