თვითმხილველთა და აქტივისტების განცხადებით, სირია ლიბანის საზღვარზე სოფლებს ბომბავს.
ამერიკის ხმას"" სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ობსერვატორიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სირიის უსაფრთხოების ძალებმა ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებიც სირია-ლიბანის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა სულ ცოტა 8 ადამიანი.
ამ ფონზე, სირიის მთავრობის განცხადებით, დამასკოსა და რამდენიმე სხვა ქალაქში სამთავრობო გეზის მომხრე აქტივისტთა დემონსტრაცია გაიმართა.
დღეს, დილით, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა წარმომადგენელმა ნავი პილაიმ კვლავ დააფიქსირა შეშფოთება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის რეპრესიების გამო.