არაბი დიპლომატების განცხადებით, სირია თანახმაა შეასრულოს არაბული ლიგის გეგმის გარკვეული ნაწილი, რომელიც სირიაში ბოლო დროს გამწვავებული ვითარების დარეგულირებას შეეხება. დიპლომატების თქმით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მოალემმა არაბული ლიგის ქვეყნების ზოგიერთი მოსაზრება გაითვალისწინა. გეგმის დეტალების შეჯერება კვირას სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის და კატარის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე მოხდა, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. არაბული ლიგის გეგმა ითვალისწინებს სირიის უშიშროების ძალების ქუჩებიდან გაყვანას, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას და სირიის ოპოზიციასთან ქაიროში მოლაპარაკების დაწყებას. სირიის მთავრობას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ამავე თემაზე
პოპულარული
1