ოთხი დღის წინ, არაბული ქვეყნების ლიგამ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის გაგრძელების გამო სირიას ლიგის წევრობის მანდატი შეუჩერა.
ოთხშაბათს მაროკოში ლიგის მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან. მათ სირიაში მიმდინარე პროცესების შესახებ უნდა იმსჯელონ.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრაზე ჩასვლას არ გეგმავს. მან ამ აგადწყვეტილების მიზეზის დასახლებისგან თავი შეიკავა.
სირიის მთავრობის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სირიაში ადამიანის უფლებათა დამცველმა აქტივისტმა “ამერიკის ხმას” მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა 80 ადამიანი მოკლეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დამასკოში საელჩოებზე განხორციელებული თავდასხმების ფაქტები დაგმო და სირიის მთავრობას საკუთარი მოსახლეობის სისხლისღვრის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მაროკოში შეკრებილ არაბული ლიგის ქვეყნებს შეერთებული შტატები სირიაზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.