გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს მიერ ახალი რეზოლუციის მიღებას მოითხოვენ, რომელიც დაგმობს სირიის ხელისუფლების სისხლიან ანგარიშგებას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
გაეროში გერმანიის ელჩის პეტერ ვიტინგის განცხადებით, მკაცრი რეზოლუცია სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს დაანახებს, თუ როგორ იზოლაციაში იმყოფება ის საერთაშორისო არენაზე.
როგორც გერმანელი დიპლომატები აღნიშნავენ ამ იდეით რამდენიმე არაბული სახელმწიფოც დაინტერესდა.
აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ ჩინეთი და რუსეთი გამოდიან, რომლებმაც ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს რეზოლუციის პროექტის განხილვას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხდებს, რომ კრიზისი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარონ.