სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, გუშინ ქვეყნის სამხრეთში 69 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ დარაას პროვინციაში, სავარაუდოდ სამხედრო დეზერტირებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლის შედეგად 34 ჯარისკაცია გარდაცვლილი. ამავე ჯგუფის განცხადებით, გუშინვე კიდევ 35 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის არიან როგორც სამხედრო დეზერტირები, ასევე სამოქალაქო პირები. აქტივისტების განცხადებით, ამ თვეში პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ გამართული გამოსვლების ჩახშობისას 200 ადამიანია მოკლული.