სირიის ადამიანის უფლებათა დამცველთა ინფორმაციით, სამხრეთის ქალაქ დარააში 17 ადამიანი მოკლულეს, ხოლო ქალაქ ჰომსში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მომხდარი შეტაკების დროს სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარკვეული შეშფოთებაც გამოთქვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წინადადებას სირიაში სამხედრო ინეტრვენციის შესახებ მხარს არ დაუჭერს.