ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამთავრობო ძალებმა კიდევ 11 ამბოხებული მოკლეს


Samuel Sweitzer washes grave stones in preparation for Veterans Day at the Golden Gate National Cemetery in San Bruno, Calif. (AP/Paul Sakuma)
Samuel Sweitzer washes grave stones in preparation for Veterans Day at the Golden Gate National Cemetery in San Bruno, Calif. (AP/Paul Sakuma)

სირიის ხელისუფლების თქმით ის პოზიტიურად უყურებს არაბული ლიგის მოთხოვნას ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების შესახებ. თუმცა პარალელურად აქტივისტები იტყობინებიან, რომ სამთავრობო ძალებმა კიდევ 11 ამბოხებული მოკლეს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით მათ არაბულ ლიგას საპასუხო წერილი გაუგზავნეს, რომელშიც სირია დამკვირვებელთა მისიის მოქმედებას ნებას ოფიციალურად რთავს.

არაბული ლიგის მხრიდან ამ წერილის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ლიგამ ამბოხის სასტიკი ჩახშობის და ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე უარის თქმის გამო სირიას წევრობა შეუჩერა და გასულ კვირაში მკაცრი სანქციების მთელი სერია დაუწესა.

სირია აქამდე დამკვირვებელთა მიღებაზე უარს იმ მოტივით აცხადებდა, რომ მისიის სიდიდე ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფით ემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG