სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დამასკოში ავტომანქანების აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილები მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოიყვანეს. აფეთქება სირიის უშიშროების სამსახურის შენობასთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების შემდეგ მათ სროლის ხმები ესმოდათ. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ტერაქტების უკან შესაძლოა ალ-ყაიდას დაჯგუფება იდგეს. სირიის მთავრობა დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას ამართლებს და აცხადებს, რომ ისინი შეიარაღებულ ტერორისტებს ებრძვიან.
სირიის ხელისუფლება ალ-ყაიდას ადანაშაულებს
ამავე თემაზე
პოპულარული
1