ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი სირიას დახმარებას უწევს


მას შემდეგ, რაც არაბულმა ლიგამ ასადის რეჟიმის სადამსჯელო რეპრესიების საპასუხოდ, სირიის წევრობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ირანის ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ გააკრიტიკა არაბული ლიგა და ის სირიის შინაგან საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. საბჭოს წარმომადგენლის მოჰამედ ჯავად ლარიჯანის განცხადებით, ირანის აზრით, ამ ვითარებში სირიის საქმეებში ყველანაირი საგარეო ჩარევა უნდა შეწყდეს.

მან დასძინა, რომ ირანის სამომავლო ურთიერთობები სირიასთან ისეთივე ძლიერი იქნება როგორც ახლა.

ამერიკის კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანის აზრით, ირანის ეს პოზიცია მნიშვნელოვანი მიზეზებით აიხსნება: „ სირია მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ უარყოფითი როლის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ირანი მთელს რეგიონში თამაშობს. მაგალითად აიღეთ ჰეზბოლა. სატრანზიტო გზები ჰეზბოლას შეიარაღების მიზნით სწორედ სირიაზე გადის. ის დახმარება, რომელსაც ირანი ჰეზბოლას უწევს ლიბანის სახელმწიფოებრიობის და ისრაელის წინააღდეგ მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით, სწორედ სირიაზე გადის. დამასკო კი თავის მხრივ ირანის ერთადერი მეგობარია.“

ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებაში დარჩენის ხელშესაწყობად, ირანის მთავრობა მას სირიელი ხალხის რეპრესიების წარმართვაში ეხმარება. ამ დახმარებას შორის არის ტექნიკური მხარდაჭერა და მოწყობილობები, რათა ოპოზიციონერთა საქმიანობა გაკონტროლდეს ინტერნეტში. ამერიკამ სანქციები დააწესა ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურისა და მისი თანაშემწის და ირანის ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ, რომელბიც ასადის რეჯიმს სასტიკი კამპანიის განხორციელებაში ეხარებიან.

ამეირკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფელტმანის აზრით, ირანის მთავრობის წვლილს სირიის ხალხის დასასჯელად სირიელები არასდროს დაივიწყებენ.

„ჩვენი საელჩოს ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე დემონსტრაციები, სხვა მიზეზებს შორის ჰეზბოლასა და ირანის მოქმედებებსაც ეწინააღმდეგება და რომ სირიელმა ხალხმა კარგად იცის თუ ვინ ეხმარება ასადის მთავრობას მათი დაკავების და წამების მიზნით. სირიელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული რომ ამაში წვლილი ირანსა და ჰეზბოლას მიუძღვის.“ თქვა ფელტმანმა და დასძინა, რომ დემოკრატიული ტრანზიცია ირანში, რომელიც ასადის ხელისუფლებას დაასრულებს და ქვეყანაში სტაბილურობას აღდგენს, ცალსახად ამერიკის და სირიის მოსახლეობის ინტერესებში შედის. სახელმწიფო დეპარტემენტის აზრით, სწორედ ამგვარი პროცესები შეუწყობს ხელს დემოკრატისა და ადამიანის უფლებების დაცვას, რაც მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობის საწინდარი იქნება.

XS
SM
MD
LG